კორპორატიული კულტურა
მიმოხილვა
იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, მომხმარებლებს უნდა მივაწოდოთ მაღალი ხარისხი, ოპერატიული, ეფექტური და გუნდური, კოორდინირებული მუშაობა, რაც ნიშნავს რომ უნდა დავასაქმოთ საუკეთესოები. თქვენ, როგორც მეტტას გუნდის წევრს, მნიშვნელოვანი როლი გენიჭებათ, კომპანიის წინსვლაში. ჩვენი წარმატება გადის თქვენი კარიერული წარმატებების გზაზე. მეტტაში თითოეული ჩვენგანი თავის აგურს დებს, გვაქვს გაცნობიერებული პირადი პასუხისმგებლობა, ყოველდღიურად ვცხოვრობთ კომპანიის ფასეულობების დაცვით, გამუდმებით ვზრუნავთ საკუთარი თავის, ერთმანეთის და კომპანიის გაუმჯობესებისათვის. ამის შედეგად, დღიდან-დღემდე, ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს კორპორატიულ კულტურას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს, მრავალფეროვან ფასეულობებს, მიესალმება ღია კომუნიკაციას, მხარს უჭერს ინოვაციას და განვითარებას.
მეტტა თავის წარმატებას სწორედ თანამშრომელთა ძლიერ გუნდს უმადლის და ცდილობს კორპორაციული ზრდა მუდმივად იყოს შერწყმული ადამიანური რესურსების დინამიკურ და სამართლიან მართვასთან.
კომპანია მიისწრაფვის შექმნას საინტერესო, გამოწვევებით სავსე და დასაფასებელი გარემო, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულად მოახდინოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება. როგორც აქტიური კომპანია, ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. გვინდა, რომ თქვენ წარმატებული და ხანგრძლივი კარიერული ურთიერთობა დაამყაროთ ჩვენთან, იყოთ ჩვენი გუნდის ბედნიერი და პროდუქტიული წევრი. გვჯერა, რომ თქვენი შრომისმოყვარეობის, კრეატიულობის, ძალისხმევის წყალობით, ჩვენი კომპანია გააგრძელებს ზრდას.
პროფესიონალიზმი და პატიოსნება მეტტას საქმიანობის ქვაკუთხედია. ჩვენ, კანონთან და ნორმებთან სრული შესაბამისობის მომხრე ვართ და მხარს ვუჭერთ პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალულ კორპორაციულ ქცევას. რაც ყველაზე მნიშვენოვანია:
იყო მეტტას წევრი, ნიშნავს იყო შთაგონებული შენებით!